FORGOT YOUR DETAILS?

CREATE ACCOUNT

Saturday, 25 April 2026 / Published in Uncategorized
ავტომატური - მექანიკური - კვარცი

საიდან მოდის ის ენერგია, რომელიც ამოძრავებს საათის ისრებს ზუსტად და შეუჩერებლად? ერთი შეხედვით მარტივი კითხვა – „რატომ წიკწიკებს საათი?“ სინამდვილეში საათის ამ ხმის უკან ყოველთვის დგას მექანიზმი,
რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ დროს, არამედ თავად გამოცდილებასაც.

იმისათვის, რომ თქვენს მაჯაზე არსებული აქსესუარი არა მხოლოდ ლამაზი ნივთი, არამედ თქვენი მოკავშირე იყოს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მუშაობს მისიგული“.  ამ ბლოგში განვიხილავთ ორ ძირითად მექანიზმსკლასიკურ მექანიკასა და თანამედროვე კვარცს, რათა თქვენი არჩევანი იყოს არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ გააზრებული და თქვენს სტილთან შესაბამისი.

საათის არჩევისას ბევრს უწევს გადაწყვეტილების მიღება უპირატესობა მიანიჭოს კვარცის მექანიზმს თუ მექანიკურს.

მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალი ხშირად პირველია, რასაც ვაქცევთ ყურადღებას, რეალურად საათის მთავარი დეტალი მისი მექანიზმია – ის, რაც უზრუნველყოფს მის სიზუსტესა და გამართულ მუშაობას.

თანამედროვე მაჯის საათები ძირითადად ორ კატეგორიად იყოფა: მექანიკურ და კვარცულ მოდელებად. ზოგი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკულობა და ყოველდღიური კომფორტი, რის გამოც კვარცის მექანიზმს ირჩევს. სხვებისთვის კი უფრო ღირებულია მექანიკური საათის ხასიათი, მოძრაობა და ის გამოცდილება, რასაც ის ქმნის.

ორივე ტიპს აქვს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, თუმცა მათი მთავარი განსხვავება ერთ ძირითად პრინციპში მდგომარეობს – როგორ იღებს საათი ენერგიას და როგორ გარდაქმნის მას დროის სვლად.

კვარცის მექანიზმი (Quartz Movement) – კვარცის საათი თანამედროვე საათების ინდუსტრიის იმ მიღწევას წარმოადგენს, სადაც საინჟინრო სიზუსტე და მაქსიმალური პრაქტიკულობა ერთმანეთს ერწყმის. მისი „სიცოცხლის წყარო“ ლითიუმის ელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიის სტაბილურ მიწოდებას 2-დან 5 წლამდე, რაც მფლობელს საათის ხელით მომართვის საჭიროებისგან ათავისუფლებს.

მექანიზმის ცენტრალური ელემენტი კვარცის კრისტალია. ელექტრული იმპულსის ზემოქმედებით ის წარმოქმნის რეგულარულ ვიბრაციებს, რომლებიც უკიდურესად სტაბილურია. სწორედ ეს სტაბილურობა განსაზღვრავს კვარცის საათის მთავარ უპირატესობას – სიზუსტეს. მიკროპროცესორი ამ ვიბრაციებს გარდაქმნის თანაბარ იმპულსებად და გადასცემს ძრავს, რომელიც საათის ისრებს მკაფიო, რიტმულ მოძრაობაში ამყოფებს.

საბოლოოდ, კვარცის მექანიზმი იძლევა იმას, რაც თანამედროვე მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – სანდოობას, სიმარტივეს და მუდმივად ზუსტ დროს.

ავტომატური კვარცის მექანიზმი (Autoquartz) – ავტომატური კვარცის მექანიზმი წარმოადგენს ჰიბრიდულ გადაწყვეტას, რომელიც აერთიანებს კვარცის სიზუსტეს და ავტომატური მექანიზმის პრინციპს.

მისი მუშაობის საფუძველია მუხტვადი ელემენტი, რომელიც ივსება არა ბატარეის შეცვლით, არამედ მაჯის მოძრაობით. საათის შიგნით მოთავსებული როტორი მოძრაობისას ატრიალებს გენერატორს, რომელიც წარმოქმნილ ენერგიას აკუმულატორში აგროვებს.

ამგვარად, მექანიზმი მუშაობს იმავე ლოგიკით, რაც ავტომატურ მექანიკურ საათში, თუმცა დროის სიზუსტე კვარცის ტექნოლოგიით რეგულირდება. სრულად დატენილი ბატარეას შეუძლია გამართულად იმუშაოს 50-100 დღის განმავლობაში.

საბოლოოდ, ეს ტიპი წარმოადგენს ბალანსს კომფორტსა და სიზუსტეს შორის – არ საჭიროებს რეგულარულ ელემენტის შეცვლას და ამავდროულად ინარჩუნებს სტაბილურ მუშაობას.

დროის აღქმის ახალი ეპოქა მე-14 საუკუნეში დაიწყო, როდესაც ევროპული ტაძრების კედლებზე პირველი კბილანიანი მექანიკური საათები გამოჩნდა. საოცარია, რომ საუკუნეების შემდეგაც, თანამედროვე მაჯის საათების პულსაცია სწორედ იმ უძველეს საინჟინრო პრინციპებზე დგას, რამაც კაცობრიობას დროის დამორჩილება ასწავლა.

დღეს ეს კლასიკური ინჟინერია ორ ძირითად ფორმაში გვევლინება: ხელით მოსამართი (Hand Winding – Manual) მექანიზმები მათთვის, ვისაც პროცესში მონაწილეობა ხიბლავს და ავტომატური (Automatic)სისტემები, სადაც საათი თქვენსავე რიტმზე დამოკიდებულებით ცოცხლდება.

მექანიკური ხელით მოსამართი (Hand Winding) – ეს არის საათების ხელოვნების კლასიკა, რომელიც პრესტიჟისა და ოსტატობის სიმბოლოდ მიიჩნევა. ელექტრონული კომპონენტების ნაცვლად, აქ დროის სვლას წმინდა ფიზიკა და რთული საინჟინრო ხელოვნება განაგებს.

მექანიზმის საფუძველი სპირალისებური ზამბარაა. მისი მომართვისას ენერგია გროვდება, ხოლო ნელი გაშლის პროცესში ამოძრავებს კბილანების სისტემას, რომელიც საბოლოოდ საათის ისრებს მართავს. ენერგია ეტაპობრივად გადადის გამშვებ მექანიზმში და რეგულირდება ქანქარის რხევით. სწორედ ეს რეგულარული, თანაბარი მოძრაობაა ის, რაც მექანიკურ საათს მის დამახასიათებელ „ცოცხალ“ რიტმს აძლევს.

მექანიკური საათის მომხიბვლელობა მის ხასიათშია: წამების ისრის მწყობრი, „ცურვისებური“ სვლა და მაჯაზე საგრძნობი სიმძიმე ნივთთან განსაკუთრებულ კავშირს აჩენს. მიუხედავად იმისა, რომ მას ყოველდღიური ხელით მომართვა სჭირდება, ბევრი მფლობელისთვის ეს პროცესი არა ვალდებულება, არამედ ერთგვარი რიტუალია – მომენტი, როდესაც საკუთარი ხელით შთაბერავთ სიცოცხლეს ძვირფას მეტალის მექანიზმს.

მექანიკური საათი არ ცდილობს იყოს იდეალურად ზუსტი, ის ქმნის გამოცდილებას.

სწორედ ამ სიმარტივისა და სირთულის ბალანსის გამო, მექანიკური საათები დღემდე რჩება დახვეწილი გემოვნებისა და მარადიული ხარისხის ეტალონად.

ავტომატური (Self-Winding) – ეს მექანიზმი მათთვის შეიქმნა, ვინც დინამიკურ ცხოვრებას და კომფორტს აფასებს. მისი მუშაობის ფუნდამენტი ისეთივე კლასიკურია, როგორც ხელით მოსამართი საათის, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი და ინოვაციური განსხვავებით: აქ ენერგიის წყარო თქვენივე მოძრაობაა.

საათის „გულში“ ინტეგრირებულია სპეციალური ნაწილი — როტორი. ეს არის ნახევარწრის ფორმის მძიმე დისკი, რომელიც თქვენი მაჯის ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობისას თავისუფლად ბრუნავს 360 გრადუსით. სწორედ ეს ბრუნვა კუმშავს სპირალისებურ ზამბარას და აგროვებს ენერგიას, რაც საათს მუდმივი „სიცოცხლისუნარიანობით“ უზრუნველყოფს.

ავტომატური მექანიზმის ისტორია მე-18 საუკუნიდან იწყება და აბრამ ლუი პერლეს სახელს უკავშირდება (1770 წელი). თუმცა, თანამედროვე ავტომატური კალიბრის ნამდვილი რევოლუცია 1931 წელს Rolex-მა მოახდინა, ხოლო 1948 წელს კომპანია „ეტერნამ“ დახვეწა ის ე.წ. ბურთულიანი როტორის დანერგვით. დღეს ბევრი ავტომატური მექანიზმი დამატებით ხელით მომართვის ფუნქციასაც ინარჩუნებს, რაც იდეალურ ბალანსს ქმნის ტრადიციასა და ტექნოლოგიურ პროგრესს შორის.

მიკროსამყარო ციფერბლატის მიღმა: დეტალების ძალა

როდესაც საათს ვუყურებთ, ჩვენ მხოლოდ ისრების მოძრაობას ვხედავთ, თუმცა ციფერბლატის მიღმა ნამდვილი მიკროსამყარო ცოცხლობს. ყველაზე მარტივი მექანიკური საათიც კი, რომელიც მხოლოდ დროს გვიჩვენებს, დაახლოებით 130-ზე მეტი მცირე ნაწილისგან შედგება. თითოეული ჭანჭიკი, კბილანა და ზამბარა ურთიერთდამოკიდებულების იმგვარ ბალანსშია, სადაც უმცირეს დეტალსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

რაც უფრო იზრდება საათის ფუნქციონალი – რასაც პროფესიულ ენაზე „კომპლიკაციებს“ ვუწოდებთ (მაგალითად: მთვარის ფაზები, ქრონოგრაფი ან მუდმივი კალენდარი), მით უფრო რთულდება მისი „არქიტექტურა“. კომპლექსური მექანიზმების ასამუშავებლად ხშირად ათასობით დეტალია საჭირო.

ამის საუკეთესო მაგალითია Vacheron Constantin-ის მიერ შექმნილი შედევრი (Reference 57260), რომელიც 2826 ნაწილისგანშედგება. მის დაპროექტებასა და აწყობას საუკეთესო ოსტატებმა 8 წელი შეალიეს. „Otanadze Design“-ში ჩვენ სწორედ ამგვარ მიდგომას ვცემთ პატივს – როდესაც ნივთი არ არის მხოლოდ ნივთი და ის იქცევა ადამიანური მოთმინების, ინჟინერიისა და დახვეწილი გემოვნების სიმბოლოდ. მექანიზმის სირთულე მისი ხარისხის ხელმოწერაა, რომელიც წლების განმავლობაში უცვლელად გემსახურებათ.

საბოლოოდ – რომელი მექანიზმი უნდა აირჩიოთ?
კვარცი, მექანიკური თუ ავტომატური? სწორი უნივერსალური პასუხი არ არსებობს.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სიზუსტე, სიმარტივე და ყოველდღიური კომფორტი – კვარცის მექანიზმი იქნება საუკეთესო არჩევანი.
თუ გიზიდავთ დეტალები, პროცესი და ნივთთან ემოციური კავშირი – მექანიკური საათი სრულიად სხვა გამოცდილებას შემოგთავაზებთ.
ავტომატური მექანიზმი კი ამ ორს შორის ბალანსს ქმნის.

საბოლოოდ, საათი მხოლოდ დროის საზომი არ არის.
ის არის არჩევანი:
როგორ უყურებთ დეტალებს, როგორ აფასებთ ნივთებს და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ის, რაც თვალით არ ჩანს.

თქვენი არჩევანიეს თქვენი ისტორიაა.

 

 

 

 

 

Sunday, 05 February 2023 / Published in Uncategorized

მომხმარებელზე ზრუნვისა და პროდუქციის საუკეთესო ხარისხის წარმოჩენის მიზნით, Otanadze Design ყველა აქსესუარი დამუშავებულია გერმანული პრემიუმ ხაზის ბრენდ Glimtrex ხის დაცვის და მოვლის თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა, სანდო და ხარისხიანი ლაქ-საღებავებითა და ზეთებით.

 

„გლიმტრექსის“ პროდუქტები უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებით იქმნება. მწარმოებელი შეგნებულად იყენებს მხოლოდ საუკეთესო და ძვირადღირებულ მასალებს, ლაქის შემთხვევაში ეს არის წყლის, აკრილატის და პოლიურეთანის ნაზავი, რომელიც თანამედროვე ეკოლოგიურად სუფთა ლაქებში საუკეთესო ფორმულად ითვლება, ხოლო ზეთებში გამოიყენება სამი სახეობის ზეთის (მზესუმზირას, ჟოჟობას და სელის ზეთი) და სამი სახეობის ცვილის (ფიჭა, კარნაუბას და კანდელილას ცვილი) კომბინაცია.

ეკოლოგიური პრინციპებიდან გამომდინარე, დასავლეთ ევროპაში ყველაზე გავრცელებული ლაქის სახეობაა ლაქი, რომელიც დამზადებული წყლის ბაზაზე. ამ ლაქის ეკოლოგიურობა იმაში გამოიხატება, რომ შრობის პროცესში აქროლვადი ნივთიერებები არ აზიანებენ გარემოს და ხელოსნის ჯანმრთელობას.

 

 

 

 

Friday, 18 March 2022 / Published in Uncategorized

In this era of wearable technology, watches are now also showing their transforming side. If you want to add a touch of traditional elegance to your overall look, then you should wear a classy piece of watch every day.

When it comes to the latest trending style of watches, then wooden watches are leading the way. Wooden watches are perfect to bring that unique naturalistic twist to your appearance with a fine touch of classic elegance.

Now let’s see the reasons why we should wear a wood watch.

Natural and unique
Every wooden watch looks entirely unique and natural that makes them look entirely different than other regular watches. Plus, the wood grain used in every wooden watch is also unique.
Whereas plastic or metal watches almost look similar to each other as they are produced in a huge quantity. Moreover, they are quite expensive than wooden watches as they need to be polished with high finishes for extra shine.

Sustainability
Sustainability is avoiding the depletion of natural resources in order to maintain an ecological balance. Making of products in other materials emits carbons that are harmful for the environment. Wearing a wooden watch eliminates these factors. You are an ambassador for promoting such natural product.

Fashion Forward
Wrist watches in the recent times has become a contemporary product. The relevance of a watch used for time is history. Today it is all about appearance. Just in a manner clothing changes its trend from time to time, watches have also become better in designs. With this advancement a wooden watch breaks the monotony and stands out from the crowd. According to Forbes, people who wear traditional watches are more successful. Furthermore, it also shows that you care about the environment and your style is distinct. You can expect people to look at your wooden watch when you walk into an interview, and it’s the best ice-breaker as well.

Light Weight
The specialty of wood is that, in its natural essence is a light weighted material. And this makes a wood watch extremely light weight. The weight of the watch makes it more comfortable than the mainstream watches. A lot better accessory than any other that does not cause any hindrance while work or play.

Hypoallergenic
Many people cannot really wear metal or plastic watches because of their sensitive skin. This is because most of the metal and plastic watches contain chemicals or alloy that cause high irritation on sensitive skin.
In that case, wooden watches are the best solution for hypoallergenic people as those are made of natural material.

Wooden Watches Are Excellent In Reducing Cellulite
Asia is known for its therapeutic treatments and is home to some of the best wood therapies. Wearing a wristwatch has similar effects and can reduce cellulite levels in the body. Since a wood watch is tied around the wrist, it comes in contact with the entire body’s blood flow, and the beneficial properties of wood are transferred to the skin.

Age With Grace
A conventional watch starts to blemish over time. The more you wear the more it starts looking worn out. But wood gets better with age. The shine on the wood watch gets better with the atmosphere you’re in. What better than wearing a watch that looks better the more you wear?


Wooden watches are perfect for every occasion, and they can match any suit you wear. These watches are independent of your dress since they have their spark. Moreover, if you are looking to buy a wood watch for yourself or your loved one, you should check out shop and our collection of amazing wooden watches. You will surely be surprised with their massive collection of some of the best wooden watches money can buy.

Wednesday, 15 September 2021 / Published in Uncategorized
Otanadze Design

Miyota is a Japanese manufacturer of quartz and mechanical watch movements. As such Miyota is part of the Citizen group of companies.[ In this group Miyota is a part of the Citizen Watch Co., Ltd. Movement Division. In 1959 Citizen Watch established a movement-making factory in the town of Miyota, Japan. In 2016 a large movement assembly factory in Saku city, Nagano prefecture was opened. Most watch brands do not make their own movements in house, but rather use standard watch movements manufactured by specialized companies like Miyota.
Miyota produces various ‘standard’ and ‘premium’ grade mechanical movements for automatic wristwatches.

The Miyota 8215 is an entry level non-hacking twenty-one jewel three-hand with date automatic wristwatch movement with a uni-directional winding system (left rotation) with an accuracy of -20 to +40 seconds per day, and a power reserve of over 40 hours. It allows hand winding. The date window may be placed at the 3 o’clock position (cal. 8215-33A) or at 6 o’clock (cal. 8215-36A). The diameter of the movement is 26 mm and the thickness is 5.67 mm. It beats at 21,600 BPH or 3 Hz (6 half-cycles per second). The movement has a 49 degree lift angle.

The Miyota 9015 is a more sophisticated hacking twenty-four jewel three-hand with date automatic wristwatch movement with a uni-directional winding system (left rotation). The 9015 automatic movement has a beat rate of 28,800 BPH (= 4 Hz), 51 degrees lift angle, 24 jewels and features (automatic) winding, a ≥ 42 hours power reserve, manual winding and a hack function (stopping the movement of the second hand). The static accuracy rating is -10 ~ +30 seconds per day (23º ± 2ºC).

TOP